76 ინფიცირებული და 58 გამოჯანმრთელებული - COVID 19-ის დღიური სტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 3 519-ია.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 76–დან 15 შემთხვევა ახალციხეში, 40 – ბორჯომში, 8 - ახალქალაქში, 6 – ასპინძაში, 5 – ადიგენში და 2 - ნინოწმინდაში დაფიქსირდა.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 96 პირი, გამოსაკვლევია 73 ნიმუში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 53 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1 558-ს მიაღწია.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა შემცირდა. რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 1 119 ადამიანი იმყოფება. აქედან ახალციხეში - 296, ადიგენში – 293, ასპინძაში – 140, ახალქალაქში – 127, ბორჯომში – 261, ნინოწმინდაში კი - 2 პირი.
ოფიციალური მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 34 პირია რეგისტრირებული.