COVID19
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 981 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 201 368-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 001 პირი და საერთო ჯამში მათი რიცხვი 169 282 გახდა.

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 953 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 29 158-ია, საიდანაც, 6 758 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 431 პირი იმყოფება.

კლინიკურ სასტუმროში, ქვეყნის მასშტაბით, 2 247 პაციენტი იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 471 ადამიანი.

| Print |