სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები 55-ით გაიზარდა
ბოლო დღე–ღამეში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 2 981 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 282 ისევ თბილისში, 489 - იმერეთში, ხოლო 229 - ქვემო ქართლი გამოვლინდა.
"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარა - 228, იმერეთი - 489, ქვემო ქართლი - 229, შიდა ქართლი - 160, გურია - 64, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 227, კახეთი - 145, მცხეთა-მთიანეთი-87, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 107, საიდანაც, 6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
17 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 574 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 1 558, ხოლო 34 - გარდაიცვალა.