რეგიონში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ახალციხესა და ბორჯომში დაფიქსირდა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 3 574-ია.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 76–დან 21 შემთხვევა ახალციხეში, 28 – ბორჯომში, 3 – ადიგენში, 2 – ასპინძაში და 1 - ახალქალაქში დაფიქსირდა.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 83 პირი, გამოსაკვლევია 131 ნიმუში.
ბოლო დღე-ღამეში რგიონში დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი შემთხვევა და მათი რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 80 წლის მამაკაცი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 62 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1 620-ს მიაღწია.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა შემცირდა. რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 1 096 ადამიანი იმყოფება.