COVID19
სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 80 წლის მამაკაცი ბორჯომიდან იყო და მკურნალობის კურსს ადგილობრივ კლინიკაში გადიოდა.

"ჯეოჰოსპიტალსის" ხელმძღვანელი ირაკლი დიასამიძე აცხადებს, რომ მამაკაცს ვირუსის გარდა ფილტვების პნევმონია და სხვა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. იგი კლინიკაში 15 დეკემბერს გარდაიცვალა.

რეგიონში, გარდაცვლილთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 35-მდე გაიზარდა.
| Print |