COVID19
ახალციხეში COVID 19-ით ქალი გარდაიცვალა
ახალციხეში კორონავირუსით 82 წლის ქალი გარდაიცვალა. იგი მკურნალობის კურსს კლინიკა "იმედში გადიოდა.

სამედიცინო დაწესებულების მენეჯერი მზია კაკოშვილი განმარტავს, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და რეამინაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

რეამინაციაში იყო, მას სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. თბილიში გადაყვანა არ იგეგმებოდა, რადგან მნიშვნელობა არ ჰქონდა ახალციხის კლნიკის რეანიმაციაში იქნებოდა თუ თბილისის" - განუცხადა "მეცხრე არხს" მზია კაკოშვილმა.

82 წლის ქალი 17 დეკემბერს დილით გარდაიცვალა. რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა.
| Print |