სამცხე-ჯავახეთში, ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, და ჯამში ქვეყანაში კოვიდ-19-ის დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 208 638-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 180 441-მდე და გარდაიცვალა 39 ახალი შემთხვევა. გარდაცვალების საერთო რაოდენობამ 2 094-ს მიაღწია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა - 142, იმერეთი - 255, ქვემო ქართლი - 140, შიდა ქართლი - 133, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122, კახეთი - 80, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.