COVID19
კრიტიკულ მდგომარეობაშია ათასზე მეტი ადამიანი
20 დეკემბრის მდგომარეობით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 138, იმერეთში - 254. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 217, აჭარაში - 35, იმერეთში - 63. 1 913 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 - თბილისში, 868 - აჭარაში, 126 - იმერეთში. 17 510 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 481 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 147, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 687 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 773 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 775 პირი, აჭარაში - 5 993, იმერეთში - 6 330.
| Print |