COVID19
საქართველო მილიონ მოსახლეზე ინფიცირების რაოდენობით მე-9 ადგილზეა
საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობით მილიონ მოსახლეზე მსოფლიოს 220 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა.

Worldometer -ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს წინ ბელგია და ამერიკის შეერთებული შტატებია, უკან კი ბაჰრეინი და სომხეთი მოსდევს.

რაც შეეხება ინფიცირების საერთო მაჩვენებელს, საქართველო 42-ე ადგილასაა და უსწრებს მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს.


გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 731 შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალსდაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.
| Print |