კორონავირუსი ახალციხეში ოთხ პირს დაუდასტურდა
20 დეკემბრის მდგომარეობით, ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 3 679-ია.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 23–დან 4 შემთხვევა - ახალციხეში, 16 – ბორჯომში და 3 – ახალქალაქში დაფიქსირდა. ასპინძაში, ადიგენსა და ნინოწმინდაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი არავის დადასტურებია.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 58 პირი და კვლევაში რჩება 173 ნიმუში.
ბოლო დღე-ღამეში რეგიონში არც გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირებულა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 76 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1 916-ს მიაღწია.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა შემცირდა. რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 938 ადამიანი იმყოფება. აქედან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 285 პირი, ადიგენში - 155, ასპინძაში - 113, ახალქალაქში - 121, ბორჯომში - 256 და ნინოწმინდაში - 8 პირი.
20 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჯამში 37 შეადგინა.