COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო დღე–ღამეში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 824 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 333 ისევ თბილისში გამოვლინდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 111, ქვემო ქართლი - 67, შიდა ქართლი - 78, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 22 628, საიდანაც, 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 903, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში - 526, აჭარაში - 133, იმერეთში - 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 40, იმერეთში - 63"
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

21 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 696 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 1 916, ხოლო 37 - გარდაიცვალა.
| Print |