COVID19
ახალციხეში კორონავირუსის 8 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 3 696-ია.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17–დან 8 შემთხვევა - ახალციხეში, 3 – ახალქალაქში, 2-2 – ბორჯომსა და ადიგენში, 1-1 ნინოწმინდასა და ასპინძაში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 33 პირი და კვლევაში რჩება 111 ნიმუში.

ბოლო დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 85 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2001-ს მიაღწია.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა ისევ შემცირდა. რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 877 ადამიანი იმყოფება. აქედან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 273 პირი, ადიგენში - 144, ასპინძაში - 95, ახალქალაქში - 114, ბორჯომში - 243 და ნინოწმინდაში - 8 პირი.

20 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ოფიციალურად 37 შეადგინა.
| Print |