COVID19
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 064 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 212 526-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 3 740 პირი და საერთო ჯამში მათი რიცხვი 188 408 გახდა.

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 182 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 910-ია, საიდანაც, 6 358 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 427 პირი იმყოფება.

კლინიკურ სასტუმროში, ქვეყნის მასშტაბით, 1 671 პაციენტი იმყოფება. 13 881 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 470 ადამიანი.

| Print |