COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები ისევ გაიზარდა
ბოლო დღე–ღამეში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 3 064 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 241 ისევ თბილისში გამოვლინდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა - 191, იმერეთი - 497, ქვემო ქართლი - 246, შიდა ქართლი - 244, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 264, კახეთი - 196, მცხეთა-მთიანეთი - 63, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 910, საიდანაც, 6 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

22 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 749 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 2001, ხოლო 37 - გარდაიცვალა.
| Print |