COVID19
სამცხე-ჯავახეთში 2 გარდაცვლილი და 53 კოვიდინფიცირებულია
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 3 753-ია.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 53–დან 18 შემთხვევა - ახალციხეში, 18 ბორჯომში, 10 ადიგენში, 4 – ახალქალაქსა და 3 - ასპინძაში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირი. კვლევაში რჩება 123 ნიმუში.

ბოლო დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა, ორივე მათგანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 92 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2093-ს მიაღწია.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა ისევ შემცირდა. რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 813 ადამიანი იმყოფება. აქედან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 108 პირი, ადიგენში - 137, ასპინძაში - 77, ახალქალაქში - 108, ბორჯომში - 215 და ნინოწმინდაში - 10 პირი.

22 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ოფიციალურად 39 შეადგინა.
| Print |