COVID19
საქართველოში კორონავირუსით 51 პირი გარდაიცვალა, 2 345 - დაინფიცირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 345 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 214 871-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 3 560 პირი და საერთო ჯამში მათი რიცხვი 191 968 გახდა.

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 644-ია, საიდანაც, 6 270 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 414 პირი იმყოფება.

კლინიკურ სასტუმროში, ქვეყნის მასშტაბით, 1 600 პაციენტი იმყოფება. 12 774 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 455 ადამიანი.
| Print |