სამცხე-ჯავახეთში COVID 19 კიდევ 34 პირს დაუდასტურდა
ბოლო დღე–ღამეში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში დადასტურებული COVID 19-ის 2 345 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 017 ისევ თბილისში გამოვლინდა, აჭარაში - 139, იმერეთში - 429, ქვემო ქართლში - 157, შიდა ქართლში - 192, გურიში - 16, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 146, კახეთში - 158, მცხეთა-მთიანეთში - 43, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 14.
23 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 787 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 2093, ხოლო 39 - გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 644, საიდანაც,6 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 082 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი.