COVID19
ადვოკატი ივანე ტატალაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
ადვოკატი ივანე ტატალაშვილი 68 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ.

იგი თავდაპირველად მკურნალობის კურსს ადიგენის ჰოსპიტალში გადიოდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე არ იყო. 23 დეკემბერს სიცხე მისცა, რის გამოც იგი ახლობლებმა თბილისში, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსებმა მამაკაცს გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

"23-ში შემოიყვანეს პაციენტი. მდგომარეობა იყო მძიმე და მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის უკმარისობა გახდა" - განმარტავენ ინგოროყვას კლინიკაში.

ივანე ტატალაშვილი დღეს, 24 დეკემბერს, დილით გარდაიცვალა.

რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური სტატისტიკა 41-მდე გაიზარდა.
| Print |