COVID19
საქართველოში კორონავირუსის დღიურმა შემთხვევებმა იკლო
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 216 843-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 737 პირი და საერთო ჯამში მათი რიცხვი 194 705 გახდა.

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 276 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 836-ია, საიდანაც, 6 149 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 453 პირი იმყოფება.

კლინიკურ სასტუმროში, ქვეყნის მასშტაბით, 1 588 პაციენტი იმყოფება. 12 099 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 405 ადამიანი.
| Print |