COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ გაიზარდა
ბოლო დღე–ღამეში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში დადასტურებული COVID 19-ის 1 972 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 920 ისევ თბილისში გამოვლინდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა - 139, იმერეთი - 279, ქვემო ქართლი - 112, შიდა ქართლი - 145, გურია - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 120, კახეთი - 117, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21"
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

24 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 819 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 2 230, ხოლო 41 - გარდაიცვალა.
| Print |