COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვალების, ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების შემთხვევები გაიზარდა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 3 819-ია.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 32–დან 9 შემთხვევა - ახალციხეში, 10 - ბორჯომში, 7 - ადიგენში, 5 - ასპინძასა და 1 – ახალქალაქში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 58 პირი. კვლევაში რჩება 151 ნიმუში.

ბოლო დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 68 წლის მამაკაცი ადიგენის მუნიციპალიტეტში.

გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 183 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2 413-ს მიაღწია.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა ისევ შემცირდა. რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 675 ადამიანი იმყოფება. აქედან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 218 პირი, ადიგენში - 77, ასპინძაში - 62, ახალქალაქში - 97, ბორჯომში - 211 და ნინოწმინდაში - 10 პირი.

24 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურად 41-ია.
| Print |