COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 097, სამცხე-ჯავახეთში 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 221 605-ს.

აქედან თბილისში გამოვლენილია 484 შემთხვევა, აჭარა - 81, იმერეთი - 185, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 63, გურია - 26 სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 61, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 208 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 203 547-მდე.

ამავე პერიოდში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 377 პირი ემსხვერპლა.

5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 009 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი, 1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე
.
| Print |