COVID19
სამცხე-ჯავახეთში, ბოლო თვეებში პირველად, COVID 19-ის ყველაზე მინიმალური რაოდენობა დაფიქსირდა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო თვეებში, რეგიონისთვის ყველაზე მინიმალური რაოდენობაა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ქვეყანაში დადასტურებული COVID 19-ის 538 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 257 თბილისში გამოვლინდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 257 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 16, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2"
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

28 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 904 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 2 968, ხოლო 41 - გარდაიცვალა.
| Print |