COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური შემთხვევები ისევ გაიზარდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 224 155-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 638 პირი და საერთო ჯამში მათი რიცხვი 208 951 გახდა.

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 443 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 5 480 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 

კლინიკურ სასტუმროში, ქვეყნის მასშტაბით, 1 287 პაციენტი იმყოფება. 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 401 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია კვლევა ტესტით - 13 451, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 8 313, PCR ტესტით - 5 138.
| Print |