COVID19
სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ის შემთხვევები კიდევ გაიზარდა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ქვეყანაში დადასტურებული COVID 19-ის 2 012 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 837 თბილისში გამოვლინდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 367, ქვემო ქართლი - 132, შიდა ქართლი - 144, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 155, კახეთი - 147, მცხეთა-მთიანეთი - 34, სამცხე-ჯავახეთი - 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

29 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 932 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 3 093, ხოლო 41 - გარდაიცვალა.
| Print |