COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ქვეყანაში დადასტურებული COVID 19-ის 1 527 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 710 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 710 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 239, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 130, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 105, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9"
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

31 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 971 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 3 338, ხოლო 41 - გარდაიცვალა.
| Print |