COVID19
ორი გარდაცვლილი, 112 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა რეგიონში
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 971 შეადგინა.

ახალი ინფიცირებულებიდან 2-2 ადიგენსა და ასპინძაში, 4 ახალციხეში, 5 ბორჯომში და 1 ნინოწმინდაში.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 27-მდე პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. კვლევაში რჩება 43 ნიმუში.

გარდაიცვალა ორი პაციენტი - ბორჯომის მუნიციპალიტეტში 79 წლის მამაკაცი და ახალციხის მუნიციპალიტეტში 54 წლის ქალი. სულ გარდაცვლილთა რაოდენობაა 43.

24 საათში გამოჯანმრთელდა 112 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 450 შეადგენს.

31 დეკემბრის მდგომარეობით, კოვიდ სასტუმროში მკურნალობის კურსს გადის 12 პაციენტი, კოვიდ კლინიკაში კი 115.

თვითიზოლაციაში იმყოფება 426 პირი, აქედან 59 ადიგენში, 33 ასპინძაში, 167 ახალცოხეში, 50 ახალქალაქში, 114 ბორჯომსა და 3 ნინოწმინდაში.
| Print |