COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 990 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 228 410-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 3 265 პირი და საერთო ჯამში მათი რიცხვი 214 992 გახდა.

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 528 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 864, საიდანაც, 4 664 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

კლინიკურ სასტუმროში, ქვეყნის მასშტაბით, 858 პაციენტი იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 415 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 216 PCR ტესტით.
| Print |