COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში დადასტურებული COVID 19-ის 990 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 426 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა. აჭარაში - 72, იმერეთში - 167, ქვემო ქართლში - 65, შიდა ქართლში - 83, გურიაში - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 68, კახეთში - 54, მცხეთა-მთიანეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

1 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 979 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 3 450, ხოლო 43 - გარდაიცვალა.
| Print |