COVID19
2 იანვრის კოვიდსტატისტიკა საქართველოში
ბოლო 24 საათში, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით 5 ადამიანი დაინფიცირდა და სამცხე-ჯავახეთში covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 984–ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 912 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 300 ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

3 004 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 085, აჭარაში - 369, იმერეთში - 800.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში - 398, აჭარაში - 91, იმერეთში - 228. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში - 180, აჭარაში - 24, იმერეთში - 42.

857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 241 - თბილისში, 457 - აჭარაში, 53 - იმერეთში.

3 004 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“ ,- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან: თბილისში დაფიქსირდა 183 შემთხვევა, აჭარაში - 20, იმერეთში - 42, ქვემო ქართლში - 17, შიდა ქართლში - 7, გურიაში - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 30, კახეთში - 28, მცხეთა-მთიანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 44 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 572 პირი ემსხვერპლა.

stopcov.ge - ზე გამოქვეყნებული მონაცემები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 228752 , ბოლო 24 საათში - 342
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 217973 , ბოლო 24 საათში - 2981
მათ შორის გარდაცვლილი - 2572 , ბოლო 24 საათში - 44
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 3288, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 1449, PCR ტესტით - 1839
კარანტინის რეჟიმში - 386
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4320
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 857
| Print |