COVID19
სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად 4000 კოვიდინფიცირებულია
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 000 შეადგინა.

ახალი ინფიცირებულებიდან 6 ახალციხეში, თითო-თითო ასპინძასა და 1 ნინოწმინდაში.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 27-მდე პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 35 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 671 შეადგენს.

4 იანვრის მდგომარეობით, კოვიდ სასტუმროში მკურნალობის კურსს გადის 1 პაციენტი, კოვიდ კლინიკაში კი 105.

თვითიზოლაციაში იმყოფება 328 პირი, აქედან 46 - ადიგენში, 36 - ასპინძაში, 134 - ახალციხეში, 38 - ახალქალაქში, 73 - ბორჯომსა და 1 - ნინოწმინდაში.

| Print |