COVID19
ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა - პაატა იმნაძე
ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან. რეალურ სურათს შემდეგი დღეები გვაჩვენებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წესების არდაცვა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას გამოიწვევს.

„დღეს მოგეხსენებათ, 2000-ზე მეტი შემთხვევაა, ეს მოსალოდნელიც იყო. გასაგებია, რომ 1,2,3 იანვარს მიმართვიანობა ძალიან დაბალი იყო და ახლა ვნახოთ, შემდეგი დღეები უფრო რეალურ სურათს დაგვანახებს, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ისე, ტესტი ბევრი თუ ცოტა ჩატარდება, იქიდან 15%-ია დადებითობის მაჩვენებელი, რაც არ არის ცუდი. ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან. თუ ყველა თავის ოჯახთან იყო მხოლოდ და ვიწრო წრეში აღნიშნავდა, გასაგებია და თუ ფართო წრეები იყო ეს, რათქმაუნდა, შემთხვევების მატებას გამოიწვევს 10-14 რიცხვისათვის. თუ ადამიანები იცავენ წესებს, მაშინ რისკი ნაკლებია, თუ ადამიანები არ იცავენ წესებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ეკლესიაში, სუპერმარკეტში თუ მიტინგზე, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება შემთხვევების მატება, თუ წესებს დავიცავთ - კარგად იქნება ყველაფერი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ რომ 5იანვრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 16 სამცხე-ჯავახეთში.
| Print |