COVID19
სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ის დღიური შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ის დღიური შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა. ბოლო დღე–ღამის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ქვეყანაში დადასტურებული COVID 19-ის 1 800 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 961 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო - ზემო სვანეთი-151, კახეთი-116, მცხეთა-მთიანეთი-22, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

6 იანვრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 4 051 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 3 682, ხოლო 43 - გარდაიცვალა.
| Print |