COVID19
ახალციხეში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 076 შეადგინა.

ახალი ინფიცირებულებიდან 6 - ახალციხეში, 12 - ბორჯომში, 2-2 - ასპინძაში, ადიგენსა და ნინოწმინდაში, ხოლო 1 - ახალქალაქში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 13 პირი. გამოსაკვლევია 107 ნიმუში.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 9 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 708-ს შეადგენს.

კოვიდ სასტუმროში მკურნალობის კურსს გადის 1 პაციენტი, კოვიდკლინიკაში კი 83.

თვითიზოლაციაში იმყოფება 309 პირი, აქედან 39 - ადიგენში, 55 - ასპინძაში, 117 - ახალციხეში, 21 - ახალქალაქში, 76 - ბორჯომსა და 1 - ნინოწმინდაში.

7 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვალების 43 შემთხვევაა რეგისტრირებული.
| Print |