COVID19
ახალციხეში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 084 შეადგინა.

ახალი ინფიცირებულებიდან 3 - ბორჯომში, თითო-თითო ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში, ადიგენსა და ნინოწმინდაში, დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 23 პირი. გამოსაკვლევია 107 ნიმუში.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 12 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 720-ს შეადგენს.

კოვიდ სასტუმროში მკურნალობის კურსს გადის 1 პაციენტი, კოვიდკლინიკაში კი 81.

თვითიზოლაციაში იმყოფება 290 პირი, აქედან 32 - ადიგენში, 52 - ასპინძაში, 105 - ახალციხეში, 21 - ახალქალაქში, 79 - ბორჯომსა და 1 - ნინოწმინდაში.

8 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვალების 43 შემთხვევაა რეგისტრირებული.
| Print |