COVID19
საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

“ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 239 780-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 226 215-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 796 პირი ემსხვერპლა"
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც 3 929 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტია 840 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 251 ადამიანი იმყოფება.

"722 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 459 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 6 092 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 258, აჭარაში - 39, ხოლო იმერეთში - 8.

სულ 6 ოქტომბრიდან - 10 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 520 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 178 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 869 პირი, აჭარაში - 1 998, იმერეთში - 2 212”
,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
| Print |