COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ გაიზარდა
ბოლო დღე-ღამეში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 23 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განმარტებით, საქართველოში გამოვლენილი COVID 19-ის შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 14, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსის 4 161 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 3 747 - გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 - გარდაიცვალა.
| Print |