11 იანვრის კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 161 შეადგინა.
ახალი ინფიცირებულებიდან 4 - ახალციხეში, 10 ასპინძაში, 7 - ბორჯომში და 2 - ადიგენში დაფიქსირდა.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 32 პირი. მიმდინარეობს მოკვლევა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 18 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 765-ს შეადგენს.
კოვიდკლინიკაში მკურნალობის კურსს 83 პაციენტი გადის.
თვითიზოლაციაში იმყოფება 249 პირი, აქედან 35 - ადიგენში, 31 - ასპინძაში, 83 - ახალციხეში, 17 - ახალქალაქში, 81 - ბორჯომსა და 2 - ნინოწმინდაში.
11 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვალების 43 შემთხვევაა რეგისტრირებული.