COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო დღე-ღამეში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 29 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განმარტებით, საქართველოში გამოვლენილი COVID 19-ის შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 334, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 113, გურია - 30, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 158, კახეთი - 147, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსის 4 190 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 3 765 - გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 - გარდაიცვალა.
| Print |