COVID19
როგორია კორონავირუსის დღიური სტატისტიკა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში?
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 190 შეადგინა.

ახალი ინფიცირებულებიდან 8 - ახალციხეში, 10 ბორჯომში, 4-4 ასპინძასა და ადიგენში, ხოლო 3 - ახალქალაქში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 33 პირი. გამოსაკვლევია 78 ნიმუში.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 21 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 786-ს შეადგენს.

კოვიდკლინიკაში მკურნალობის კურსს 86 პაციენტი გადის, ხოლო კოვიდსასტუმროში - 1.

თვითიზოლაციაში იმყოფება 250 პირი, აქედან 31 - ადიგენში, 35 - ასპინძაში, 82 - ახალციხეში, 16 - ახალქალაქში, 84 - ბორჯომსა და 2 - ნინოწმინდაში.

12 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვალების 43 შემთხვევაა რეგისტრირებული.
| Print |