COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 26 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო დღე-ღამეში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 26 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განმარტებით, საქართველოში გამოვლენილი COVID 19-ის შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა, აჭარა - 112, იმერეთი - 196, ქვემო ქართლი - 69, შიდა ქართლი - 111, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსის 4 245 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 3 799 - გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 - გარდაიცვალა.
| Print |