COVID19
26 ახალი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა რეგიონში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 235 გახდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი ინფიცირების 26 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ერთი ადიგენში, ორი ასპინძაში, ცხრა ახალციხეში, ერთი ახალქალაქში და 13 ნინოწმიდაში. 

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 51 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. 14 იანვრის მდგომარეობით, კვლევაში რჩება 64 ნიმუში. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი და სულ რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 815 გახდა. 

რეგიონის კოვიდ კლინიკებში 87 პაციენტი მკურნალობს, ერთი კი კოვიდ სასტუმროში.

თვითიზოლაციაში იმყოფება 307 პირი, აქედან 38 ადიგენში, 37 ასპინძაში, 115 ახალციხეში, 16 ახალქალაქში, 99 ბორჯომში და 2 ნინოწმინდაში. 

სულ რეგიონში კორონვირუსის დიაგნოზით 43 პირი გარდაიცვალა. 
| Print |