COVID19
ახალციხეში ორი თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხეში კორონავირუსი ორი თვის ბავშვს დაუდასტურდა. მცირეწლოვანი დედასთან ერთად თბილისში, კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ბავშვის ბებიამ "მეცხრე არხს" განუმარტა, არ იციან საიდან დაინფიცირდა ჩვილი.

"ბავშვი კარგადაა. თბილისში გადავიყვანეთ. სხვას არავის აქვს კორონავირუსი. არ ვიცით ვისგან გადაედო" - ამბობს ბავშვის ბებია შ.ჩ.

სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად, ამ დროის მონაცემებით, სულ 4 235 კოვიდინფიცირებულია რეგისტრირებული.
| Print |