COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კიდევ გაიზარდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 245 789-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 229 196-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 893 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 777 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი.

648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 - თბილისში, 325 - აჭარაში, 30 - იმერეთში.

9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 70, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 14 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 714 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 102 პირი, აჭარაში - 2 264, იმერეთში - 2 756.
| Print |