COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო დღე-ღამეში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 20 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში დადასტურებული COVID 19-ის შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 496 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 187, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 83, გურია - 33, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 105, კახეთი - 88, მცხეთა-მთიანეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსის 4 255 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 3 815 - გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 - გარდაიცვალა.
| Print |