როგორია 2 თვის ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში COVID 19 დაუდგინდა?
2 თვის ახალციხელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ამ ეტაპზე სტაბილურია. ჩვილი თბილისის პედიატრიულ კლინიკაშია მოთავსებული, სადაც შესაბამის მკურნალობას დედასთან ერთად გადის.
"ბავშვი შემოიყვანეს თვითდინებით. მდგომარეობა სტაბილურია, ტემპერატურა მაღალი აღარ აქვს, მაგრამ როდის გავწერთ ეს ჯერ არვიცით" - აცხადებენ თბილისის პედიატრიულ კლინიკაში.
ორი თვის ბავშვი თავდაპირველად ახალციხეში კლინიკა "ევექსში" გაიტესტა. მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმედ შეფასდა, ამიტომ ჩვილი თბილისში გაწერეს.
„ბავშვს გაუკეთდა კოვიდზე ტესტი. მოვიდა დადებითი პასუხი. საშუალო სიმძიმის იყო, აღენიშნებოდა ტემპერატურა. ამიტომ გადაიყვანეს თბილისში“- ამბობს "ევექსის" ხელმძღვანელი რეზო კუჭუხიძე.
ბავშვის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში რჩებიან.
„ჩვენ თვითიზოლაციაში ვართ, სახლიდან არ გავდივართ, არ ვიცით ბავშვს საიდან შეხვდა“- ამბობს ინფიცირებულის ბებია.
2 თვის ჩვილი დედასთან ერთად თბილისის პედიატრიულ კლინიკაში 11 იანვრიდან არის მოთავსებული.