COVID19
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა და სულ 4 255 შეადგინა. 

ახალი შემთხვევებიდან ერთი ასპინძაში, ოთხი ახალციხესა და 15 ბორჯომში დაფიქსირდა. 

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 13 პირი, მიმდინარეობს დანარჩენების მოკვლევა. კვლევაში რჩება 19 ნიმუში. 

24 საათში გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 3 838 შეადგინა. 

15 იანვრის მდგომარეობით, 84 პაციენტი კოვიდ კლინიკაში, ერთი კი კოვიდ სასტუმროში მკურნალობს. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 289 პირი, აქედან 39 ადიგენში, 102 ახალციხეში, 17 ახალქალაქში, 39 ასპინძაში, 91 ბორჯომსა და ერთი ნინოწმიდაში. 

დღემდე რეგიონში კოონავირუსის დიაგონზით 43 პირი გარდაიცვალა. 
| Print |