COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 236 შემთხვევა გამოვლინდა, სამცხე-ჯავახეთში - 27
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით 15 152 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის, 5 944 კი PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა, სულ დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 025-ს.

აქედან თბილისში 485 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 219, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 87, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 189 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 231 385-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.


3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 770 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი.

ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 ადამიანი.
| Print |