COVID19
სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ის დღიური შემთხვევები რეკორდულად შემცირდა
ბოლო დღე-ღამეში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი მხოლოდ 2 პირს დაუდასტურდა. საქართველოში გამოვლენილი COVID 19-ის 110 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

დედაქალაქში გამოვლენილია კორონავირუსის 72 შემთხვევა, აჭარში - 13, იმერეთში - 5, ქვემო ქართლში - 4, გურიაში - 5, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 4, კახეთში - 5.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსის 4 296 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 3 887 - გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 - გარდაიცვალა.
| Print |