როგორია სამცხე-ჯავახეთის 18 იანვრის კოვიდსტატისტიკა?
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 296 გახდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი ინფიცირების 2 შემთხვევა ახალციხესა და ბორჯომში დაფიქსირდა.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 23 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. 14 იანვრის მდგომარეობით, კვლევაში რჩება 5 ნიმუში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი და სულ რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 910 გახდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 77 პაციენტი მკურნალობს, ორი კი კოვიდ სასტუმროში.
თვითიზოლაციაში იმყოფება 290 პირი, აქედან 35 - ადიგენში, 23 - ასპინძაში, 95 - ახალციხეში, 14 - ახალქალაქში, 122 ბორჯომში და 1 ნინოწმინდაში.
18 იანვრის მონაცემებით, რეგიონში კორონვირუსის დიაგნოზით ოფიციალურად სულ 44 პირი გარდაიცვალა.